Sunday, October 2, 2016
Saturday, October 1, 2016
ტრენინგის მე-7 დღე
გავეცანი შეფასების სტრატეგიებს და ჩემი პროექტის მსვლელობას შევუსაბამე შეფასების მიზნები, მეთოდები და ინსტრუმენტები. მოვახდინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის-გაზეთის პრეზენტაცია. მოვისმინე რეკომენდაციები, მივეცი რჩევები კოლეგას.
ტრენინგის მე-8 დღე
ვიმუშავე კონკრეტული შეფასებების ფორმების შექმნაზე. გამოვიყენე
ინსტრუმენტის შესაბამისი ფორმა. შევქმენი მეთოდის შესაბამისი ფორმა.
გავაკეთე პროექტის გეგმის განხილვა. მოვახდინე განვლილი მასალის შეჯამება.
შევქმენი შეფასების რუბრიკები.
Sunday, September 18, 2016
პროექტის მე-6 დღე
შევავსეთ პროექტის გეგმა, შევაფასეთ გეგმა და მიმართულების მიმცემი კითხვები. შევქმენით გაზეთის სავარაუდო ნიმუში. შევქმენით და ვისწავლეთ ბლოგზე ფაილის ატვირთვა.
ტრენინგის მეხუთე დღე
ვიმუშავე ბლოგზე, შევქმენი გვერდები: "ტრენინგის რეფლექსია", "მთავარი", "ფოტორეფლექსია", "პროექტები".მივუთითე გამოყენებული ლიტერატურა, ვისარგებლე საავტორო უფლებებზე, როგორ უნდა მივუთითო ინტერნეტიდან მოძიებული მასალის მისამართი. გავეცანი შეფასების სტრატეგიებს. განვიხილეთ სტრატეგია პირველი- "მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენის სტრატეგია" რაც შეიძლება დავადგინოთ გონებრივი იერიშით, დიაგნოსტიკური ტესტით, დიაგრამების საშუალებით, განვიხილეთ თითოეული მათგანი.
Sunday, September 11, 2016
ტრენინგის მე-4 დღე
გავეცანი პროექტის სტანდარტს, მიზნებს, 21-ე საუკუნის უნარები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შევუსაბამე პროექტს. შევქმენი ბლოგი. გავეცანი როგორ ეხმარება მოსწავლეებს ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.კითვების ფორმულირება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას პროექტში.
Subscribe to:
Posts (Atom)