Sunday, September 18, 2016

პროექტის მე-6 დღე

შევავსეთ პროექტის გეგმა, შევაფასეთ გეგმა და მიმართულების მიმცემი კითხვები. შევქმენით გაზეთის სავარაუდო ნიმუში. შევქმენით და ვისწავლეთ ბლოგზე ფაილის ატვირთვა.

ტრენინგის მეხუთე დღე

ვიმუშავე ბლოგზე, შევქმენი გვერდები: "ტრენინგის რეფლექსია", "მთავარი", "ფოტორეფლექსია", "პროექტები".მივუთითე გამოყენებული ლიტერატურა, ვისარგებლე საავტორო უფლებებზე, როგორ უნდა მივუთითო ინტერნეტიდან მოძიებული მასალის მისამართი. გავეცანი შეფასების სტრატეგიებს. განვიხილეთ სტრატეგია პირველი- "მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენის სტრატეგია" რაც შეიძლება დავადგინოთ  გონებრივი იერიშით, დიაგნოსტიკური ტესტით, დიაგრამების საშუალებით, განვიხილეთ თითოეული მათგანი.

Sunday, September 11, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

გავეცანი პროექტის სტანდარტს, მიზნებს, 21-ე საუკუნის უნარები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შევუსაბამე პროექტს. შევქმენი ბლოგი. გავეცანი როგორ ეხმარება მოსწავლეებს ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.კითვების ფორმულირება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას პროექტში.